დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შეჯამება
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს დედამიწის დღე. პირველკლასელებმა სკოლაში მოგროვილი მაკულატურისგან ახალი ქაღალდი დაამზადეს და შემდეგ სააღდგომო კვერცხები შექმნეს. ასევე დაახარისხეს ნარჩენები, რომელიც გამოიყენება მეორადი მოხმარებისთვის და გადაარჩიეს ისინი, რომელიც არ შეიძლება მოხვდეს ნიადაგში.
მეორეკლასელებმა მოამზადეს კედლის პოსტერები და შექმნეს დედამიწის ხის კომპოზიცია.
მესამეკლასელებმა შეიმუშავეს შეფასების კრიტერიუმები, რითაც შეაფასეს მეოთხეკლასელთა ნამუშევრები “წერილი დედამიწას.“ ასევე ორანჟერეაში დარგეს სასაჩუქრე ყვავილები.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მე-9 კლასელებმა დააჯილდოვეს ყველა კვირეულში მონაწილე მოსწავლე სიგელებითა და მცენარეებით.