დროშის აღმართვის ცერემონია
ახალი სასწავლო კვირის დაწყება ევროპულ სკოლაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. ამჯერად ეს პატივი IB სადიპლომო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს ხვდათ. მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა. სტუდენტები გაეცნენ რთველის ტრადიციას და ორი ტონა ყურძენი დაკრიფეს.