დროშის აწევის ტრადიციული ცერემონია
ახალი სასწავლო კვირა ევროპულ სკოლაში დროშის აწევის საზეიმო ცერემონიით დაიწყო. ეს პატივი სკოლის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებლებს ნათია არჩვაძეს, მირანდა მანჯგალაძეს, თეონა თიგიშვილს, ზურაბ ქურდაძესა და სალომე მეტრეველს ერგოთ.
მოსწავლეებისადმი ტრადიციულ მიმართვაში ევროპული სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა მოსიძემ აღნიშნა, რომ იწყება ელექტრონული დღიურისა და შიდა სასკოლო რეიტინგების წარმოება. ყველა მოსწავლეს მიენიჭა 100 რეიტინგული ქულა და მხოლოთ მათ მეცადინეობასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული შეინარჩუნებენ თუ არა ამ ქულებს წლის ბოლომდე.
მან ასევე გააფრთხილა მოსწავლეები, რომ ყოველი დაგვიანება, შიდა განაწესის დარღვევა და სკოლაში მობილური ტელეფონის შემოტანა მკაცრად აღირიცხება და გავლენას მოახდენს სემესტრული რეიტინგის ფორმირებაზე.