ევროპის დღე "ევროპულ სკოლაში“

მიმდინარე წლის 6 მაისს “ევროპულმა სკოლამ“  აღნიშნა ევროპის დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, რომელთაც  ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური კოსტიუმები, სამზარეულო და ფოლკლორი წარმოადგინეს.

სკოლას ეწვივნენ: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გეორგიოს ხადიმიკელაკისი და ასევე უნგრეთისა და პოლონეთის საელჩოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.

Share on: