ევროპის სტუდენტთა/მოსწავლეთა კინოფილმების ფესტივალი.
ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ფილმი გამოარჩიეს 2 ნომინაციაში, მუსიკა (საუნდრეკი) და ანიმაცია.
საკონკურსო ჩვენების გარდა პროგრამა უაღრესად საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა ყველა მონაწილისათვის. 5 დღის განმავლობაში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ვორქშოპები, ტრენინგები, კონსულტაციები: ფილმის გადაღება, სცენარის დაწერა, კამერით მუშაობა, ხმის და მუსიკის მონტაჟი, სპეც.ეფექტების გამოყენება და ა.შ. დასკვნით დღეს მოსწავლეებს დაევალათ 3 წუთიანი ფილმის გადაღება. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ფილმები უაღრესად მაღალი დონის გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ უმეტესად მონაწილეობდნენ IB –სა და ამერიკული სკოლის მოსწავლეები; ბრაზილია, გერმანია, შვეიცარია, ემირატები, ლუქსემბურგი, საფრანგეთი , დიდი ბრიტანეთი და ა.შ.