"ევროპული სკოლა“ ემზადება, გახდეს CIS-ის წევრი

CIS – საერთაშორისო სკოლების საბჭოა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო განათლებასა და მოსწავლეთა გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

დღეისათვის CIS აერთიანებს 110 ქვეყნის 660-ზე მეტ  სკოლას და  475 კოლეჯსა და უნივერსიტეტს. ამ ორგანიზაციის წევრებს აქვთ რიგი უპირატესობები: მათ აქვთ რესურსები, რომლებიც მოსწავლეებსა და სკოლას აძლევს შესაძლებლობას,  დაუკავშირდნენ CIS-ის უმაღლესი განათლების წევრებს, მათ  შეუძლიათ ისარგებლონ CIS-ის კონსულტანტთა ქსელით და მრავალი სხვა.

CIS-ის წევრობის მისაღებად “ევროპულმა სკოლამ“  1-ლი და მე-2 ეტაპი  2015 წელს გაიარა.

მესამე ეტაპზე 2016 წლის 1-3 მარტს სკოლას ეწვია CIS-ის საბჭოს წევრი, კანადელი პროფესორი ალან სკოტი, რომელსაც საერთაშორისო სკოლების ხელმძღვანელობის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს.

პროფესორი ალან სკოტი შეხვდა “ევროპული სკოლის“ ბორდს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და  მშობლებს, გაეცნო მისთვის საინტერესო დოკუმენტებს, დაესწრო გაკვეთილებს.

საბჭოს წევრმა დადებითად შეაფასა “ევროპული სკოლის“ მიერ ჩატარებული სამუშაო.

საბოლოო  გადაწყვეტილებას CIS-ის საბჭო  უახლოეს პერიოდში მიიღებს.

Share on: