"ევროპული სკოლა“ CollegeBoard-ის ოფიციალური წევრი გახდა
2015 წლის 8 დეკემბერს “ევროპულ სკოლას“ CollegeBoard-ის ოფიციალური წევრის სტატუსი მიენიჭა.
წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ CollegeBoard-ის ორგანიზების პოლიტიკაში, ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებასა და პრაქტიკული ცვლილებების განხორციელებაში.
დღესდღეობით CollegeBoard-ში გაწევრიანებულია მსოფლიოს 6000 ორ და ოთხწლიანი კოლეჯი, უნივერსიტეტი, უმაღლესი და საშუალო სკოლა.
CollegeBoard-ის წევრები ღონისძიებებში მონაწილეობისას სარგებლობენ განსაკუთრებული შეღავათებით. მათ ენიჭებათ პრიორიტეტი პროფესიული განვითარების სფეროში და, რაც მთავარია, პარტნიორობის ჩამოყალიბების მიზნით შეუძლიათ პირადი ურთიერთობა ჰქონდეთ განათლების დარგში მსოფლიო ლიდერებთან.
“ევროპული სკოლა“ CollegeBoard-ის ოფიციალური წევრის სტატუსით მიწვეულია რეგიონალურ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ბალტიმორში 27-28 იანვარს.