ევროპული სკოლა Microsoft-ის პარტნიორი გახდა

“ევროპული სკოლა“ Microsoft-ის პარტნიორი გახდა, რითაც მსოფლიოს ლიდერი კომპანიის  უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ღრუბლოვან (cloud) სერვისებსა და შესაბამის სამომხმარებლო წვდომის უფლებას იღებს.

თავად ამერიკული კორპორაცია “ევროპულ სკოლას“ ახალი, ინოვაციური და მსოფლიო მასშტაბის პროექტების პლატფორმად განიხილავს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განვითარებას ტექნოლოგიური მეცნიერების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვას.

“ევროპული სკოლა“ პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც Microsoft-თან  ამ მასშტაბის პირდაპირ თანამშრომლობას იწყებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა იმისა, რომ სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება მოხდება,  ამ შეთანხმების ფარგლებში Microsoft-ის  ლიცენზირებულ პროგრამებზე წვდომის უფლება ,,ევროპული სკოლის“ პედაგოგებს და მოსწავლეებს თავიანთ პირად და საოჯახო კომპიუტერებზეც ექნებათ.

Share on: