“ევროპული სკოლის“ გამარჯვება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში.

28 მარტს “ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალი გაიმართა, სადაც “ევროპული სკოლის“ გუნდმა საპრიზო ადგილი მოიპოვა და “თეგეტა მოტორსისგან“ 5000 ლარი მიიღო.
ქართული პროგრამის მე-7-9 კლასის მოსწავლეების პროექტი ელექტრო ენერგიის ეკოლოგიური გზით მიღებას შეეხებოდა. მათ შექმნეს ინოვაციური პროპელერი, რომელსაც ქარის ნებისმიერ წერტილში მიღება შეუძლია. გუნდის მენტორი FabLab-ის ინსტრუქტორი გურანდა გოგალაძე იყო. წევრები კი ნუგო შოშიაშვილი, ომარ შეყილაძე, სანდრო თვალიაშვილი, დიმიტრი გოზალიშვილი და გიორგი გელაძე იყვნენ.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. პროექტის მთავარი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.

Share on: