"ევროპული სკოლის“ დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი ოცნების სკოლა“

  “ევროპული სკოლის“ დირექტორის, ქ-ნ ნანა მოსიძის ინიციატივით ჩვენი სკოლის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება მოსწავლეთა ნახატების კონკურსი “ჩემი ოცნების სკოლა“.

  დირექტორის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, ჩამოყალიბდა კონკურსის დებულება და პროგრამა.

  კონკურსს აფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრები არიან:

1. ნოდარ გოგოლაშვილი – “ევროპული სკოლის“ ხელოვნების

პედაგოგი;

2. ანა მინდიაშვილი – მხატვარ-მონუმენტალისტი, საერთაშორისო

გამოფენების მონაწილე,  “ევროპული სკოლის“  ხელოვნების პედაგოგი,

ხატვის სტუდიის  ხელმძღვანელი;

3. ნინო ტაბეშაძე –  ხელოვნებათმცოდნე, კულტურის კვლევათა    

დოქტორი , “ევროპული სკოლის“  პედაგოგი;

4. თამარ ხოსროშვილი – მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე,  გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა  დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, “ევროპული სკოლის” ხელოვნების პედაგოგი;

  ნინო ხუნდაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების

კოლექციების კონსერვატორი, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელოვნებისა და სპორტის  ჯგუფის ხელმძღვანელი, სახელმძღვანელოს  ავტორი, “ევროპული სკოლის” ხელოვნების პედაგოგი;

  თამარ ჯაყელი – მხატვარი,ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს

განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდ  “ტრენერთა სკოლის”

მენეჯერი, სახელმძღვანელოების ავტორი,   საერთაშორისო  გამოფენების მონაწილე, “ევროპული სკოლის“  ხელოვნების პედაგოგი; 

  ჟიურის ხელმძღვანელობენ:

  ქეთი მატაბელი – ცნობილი მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი,  თბილისის საპატიო მოქალაქე, პრემია “ქართული სულის“ და ოქროს მედლის მფლობელი

და

  ირინე კოშორიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, თბილისის

ი.ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური  განყოფილების კურატორი.

  დებულების თანახმად,  კონკურსი  2 ტურად ტარდება.

პირველ ტურში – 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით კონკურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს მეტად საინტერესო ნახატები თემაზე: “ჩემი სკოლა 2050 წელს“.

  ამ ტურში მონაწილეობა მიიღო “ევროპული სკოლის“ 60-მა მოსწავლემ. ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე ტურში გადავიდა 26 საუკეთესო ავტორი.

ესენი არიან:

1. თორნიკე ბუცხრიკიძე   /II ბ კლასი/ ;

2. მიშიკო გაბაიძე  /MYP VI B კლასი/;

3. თინათინ გაჩეჩილაძე  /IV ბ კლასი/;

4. ნიკოლოზ გერსამია  /PYP IV A კლასი/;

5. ნიკოლოზ გიგიბერია  /MYP  VI A კლასი/;

6. ისკო დასენი  /PYP IV A კლასი/;

7.დეფნე დემირაღ  /PYP IV B კლასი/;

8. დიმიტრი დუმბაძე  /MYP VII A კლასი/;

9. ნინი დუმბაძე /MYP VIII კლასი/;

10.ლუკა არმანდ ანდრეა ევანნო  /PYP III B კლასი/;

11.ქეთევან თარგამაძე  /PYP III B კლასი/;

12. ცეზარ დანიელ იაკობი  /PYP III B კლასი/;

13. ალექსანდრე კერვალიშვილი  /IV ბ კლასი/;

14. ანდრია კირვალიძე  /PYP IV A კლასი/;

15. სოფია მალიი /PYP IV B კლასი/;

16. ნიაზ მაჰდავი იზადი /MYP VI A კლასი/;

17. მერიემ მელექი  /MYP VI B კლასი/;

18. კონსტანტინე ნარმანია /II ბ კლასი/;

19. ტატიანა რევიშვილი /III ბ კლასი/;

20. გიორგი სადოევი /V ბ კლასი/;

21. ნუცა ქამუშაძე /III ბ კლასი/;

22. დეა ქურციკიძე /MYP VI B კლასი/;

23. კესო ღურწკაია /III ა კლასი/;

24. ნუცა შავგულიძე /Vა კლასი/;

25. ანასტასია ცქვიტინიძე /VI ბ კლასი/;

26. სიწ ჭანგ /PYP IV B კლასი/.

  9 დეკემბერს “ევროპული სკოლის“  სააქტო დარბაზში ჩატარდა კონკურსის მეორე, მეტად უჩვეულო და საინტერესო ტური.

  ჩვენს წინაშე წარსდგა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა ორკესტრი, რომელმაც ძალიან საინტერესო პროგრამას შემოგვთავაზა. ჩვენმა კონკურსანტებმა კი წარმოდგენილი მუსიკალური ნაწარმოებების შთაბეჭდილებებით შექმნეს ნახატები თემაზე: “მუსიკა ფერებით, ხაზებით, ფორმებით“ .

  კონკურსში საბოლოო გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება 19 დეკემბერს.

კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი

Share on: