"ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია

2017 წლის 4 ივნისს “ევროპულმა სკოლამ“ 2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილა.

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ  და სკოლის დამთავრება მიულოცეს “ევროპული სკოლის“ დირექტორმა ქალბატონმა ნანა მოსიძემ,  “ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის ხელმძღვანელმა, ბატონმა ვინსენტ ევანომ და “ევროპული სკოლის“ ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯოზეფ ბლეიქმა.

წლევანდელ ცერემონიაზე საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიაცის. “ევროპული სკოლის“ წარჩინებული მოსწავლეებისათვის ზარაფხანაში დამზადდა სპეციალური ჯილდო სკოლის სიმბოლიკის გამოსახულებით. ასეთი ჯილდოების პირველი მფლობელები გახდნენ ქართული პროგრამის კურსდამთავრებულები: ანა ბაკურაძე, ანი გვერდწითელი, ანნა ფანჯაკიძე და სალომე ჯოხაძე, საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის კურსდამთავრებულები: მარიამ გობიანიძე და ქეთევან ყამარაული,  ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებული ეკატერინე ბაქრაძე.

“ევროპულ სკოლის“ კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ ქალაქ თბილისის მერი, ბატონი დავით ნარმანია,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი  გიორგი კვესიტაძე. საპატიო სტუმრებმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და გადასცეს სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სტუმრებს მიესალმა და კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა “ევროპული სკოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა.

ქართული პროგრამის კურსდამთავრებულმა, სალომე ჯოხაძემ, სადიპლომო პროგრამის სტუდენტმა, მარიამ გობიანიძემ და ამერიკული პროგრამის სტუდენტმა, ეკატერინე ბაქრაძემ, სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. ისინი დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას.

 

 

Share on: