ევროპული სკოლის მეათე კლასელებისათვის ფიზიკის გაკვეთილი უჩვეულოდ ჩატარდა.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი მასპინძლობდა ცნობილ ქართველ ფიზიკოსს გია დვალს. საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან მოწვეულმა უფროსკლასელებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს Higgs boson-ის შესახებ. ის აქამდე თეორიული ნაწილაკი იყო, რომლის არსებობაც CERN– ში დაადასტურეს შარშან. ჟურნალისტებმა მას ღმერთის ნაწილაკი შეარქვეს, რადგან ყველა მატერიას აძლევს მასას.