“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა - კონკურსის "მოდის ახალი წელი“ შესახებ

  “ევროპული სკოლა“ აცხადებს მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების  ნამუშევართა კონკურსს საახალწლო თემატიკაზე.

  ნამუშევრების მიღება შესაძლებელია 2015 წლის  24 ნოემბრამდე ხელოვნების კაბინეტში (ოთახი N4-8).

  ნამუშევრები გამოიფინება  25 ნოემბრიდან სკოლის ფოიეში. მათ შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის გადაწყვეტილებით

საუკეთესო  ავტორები დაჯილდოვდებიან  სპეციალური დიპლომებით, ხოლო საუკეთესო ნამუშევრებით დაიბეჭდება “ევროპული სკოლის“ საახალწლო მისალოცი ბარათები.

“ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

Share on: