"ევროპული სკოლის" მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება!
ევროპული სკოლის MYP- X კლასის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო კანადის მათემატიკურ კონკურსში. ეს კონკურსი იმართება კანადისა და მსოფლიო სკოლების ნიჭიერი მოსწავლეებისათვის.
გვიხარია, რომ ჰანიე მოინი, ალქსანდრ სეკარა და ნინო სიჭინავა თავისი შედეგებით კონკურსანტთა საუკეთესო 25%-ში მოხვდნენ. ალექასანდრ სეკარა და ნინო სიჭინავა დაჯილდოვდნენ წარჩინების სერტიფიკატებით, ჰანიე მოინის კი, უმაღლესი ქულის მიღებისთვის, გადაეცა მედალი.
ვულოცავთ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას!