ევროპული სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატება
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატების შედეგად, ევროპული სკოლის ხუთი მოსწავლე: ნიკო სიხარულიძე, სალომე ხვისტანი, ანო გორგასლიძე, ეკა კელენჯერიძე და ნიკა ელბაქიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკში“ მიიწვიეს.
საზაფხულო ბანაკის 32 საუკეთესო მონაწილე ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში, დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება, სადაც მათ გაერთიანებულ სამეფოში ენის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემათ.
ევროპული სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებს და საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში წარმატებებს უსურვებს