ევროპული სკოლის მოსწავლეების მორიგი წარმატება!
30 მარტს MYP მე-10 კლასის ორმა მოსწავლემ, სანდრო ახვლედიანმა და ომარ ვარძელაშვილმა გაიმარჯვეს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკურ ტურში!
პროექტი – საგანმანათლებლო ელექტრონული თამაში “ჩამოხრჩობანა”. თამაში დაწერილია პროგრამირების ენა Java-ზე. გამარჯვების შედეგად მოსწავლეებმა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
ხელმძღვანელი შორენა აბესაძე.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!