“ევროპული სკოლის“ “ნორჩი არქეოლოგები“

,,ევროპული სკოლის“ VIა და VIბ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ მაია წენგუაშვილთან ერთად ეწვივნენ მცხეთის სამაროვნის არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს ანტიკური პერიოდის სამარხები. მონაწილეობა მიიღეს არქეოლოგიური გათხრების იმიტაციაში. გათხარეს სამარხები, შეავსეს არქეოლოგის დღიური აღმოჩენილი ნივთების აღწერილობით. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია საკუთარი აღმოჩენილი ნივთების მიხედვით. აქტივობების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ ,,ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატი.

Share on: