ევროპული სკოლის საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

10-11 ნოემბერს ჩატარდა საფეხბურთო ტურნირი ქ.თბილისის კერძო სკოლებს შორის. მონაწილეობდნენ: ევროპული სკოლის, ამერიკული აკადემიის, ახალი სკოლის, ბრიტანულ- ქართული და QSI -ს სკოლების გუნდები.

ტურნირი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. შაბათს, 10 ნოემბერს, ჩატარდა ჯგუფური თამაშები. ევროპული სკოლა ამერიკულ აკადემისთან მატჩში ფრეს- 0:0 დასჯერდა. იმავე დღეს დაამარცხა ”ახალი სკოლის” პირველი გუნდი ანგარიშით- 1:0. გადამწყვეტი გოლი სანდრო ხუტაშვილმა გაიტანა.

მეოთხედფინალში მეტოქედ ”ახალი სკოლის” მეორე გუნდი გვერგო. ”ევროული სკოლის” ნაკრებმა იოლად მოიპოვა გამარჯვება- 6:0 . 3 გოლი გაიტანა ლორენცო შარანგიამ.თითო-თითო კი – სულთან ერგარტინმა, ნიკა არაბიძემ და ლევან დარახველიძემ.

კვირას, 11ნოემბერს, ნახევარფინალში კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს ჩვენმა ფეხბურთელებმა- 8:0 “ამერიკული აკადემია 2“- ის გუნდთან, რომელიც, სხვათა შორის, A ჯგუფის გამარჯვებული გახდა. 2-2 გოლი გაიტანეს სანდრო ჯოხაძემ და ლაშა ხოშტარიამ, 1-1 შარანგიამ, არაბიძემ, ნიკა ადეიშვილმა და სანდრო ვეკუამ.

ფინალში ამჯერად ამერიკული აკადემიის პირველ გუნდს დაუპირისპირდნენ. I ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. II ტაიმში კი ”ევროპულმა სკოლამ” აშკარა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ეს გოლით არ დაგვირგვინდა.. ბრწყინვალედ თამაშობდა ამერიკული აკადემიის მეკარე, რომელმაც ჩვენს ბიჭებს: ადეიშვილს, ხუტაშვილს და შარანგიას რამდენიმე რთული ბურთი აუღო. დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც ”ევროპული სკოლის” მეკარის ლაშა ფალიანის ბენეფისად იქცა. მან შეძლო და მოიგერია 3 პენალტი. გადამწყვეტი დარტყმა – სანდრო ხუტაშვილის გატანილი გოლი-ევროპული სკოლის სიხარულის ყიჟინამ გადაფარა. ჩვენ გავიმარჯვეთ!

აქვე , აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში “მეტოქეები ” ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ ორივე გუნდი ერთმანეთს გულწრფელად და თბილად მიესალმა-დაემშვიდობა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ”ევროპული სკოლის” X- MYP-ის მოსწავლე ნიკა ადეიშვილი. გუნდის ბომბარდირი გახდა ლორენცო შარანგია.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დაცვისა და მეკარის ბრწყინვალე თამაში. ტურნირის განმავლობაში გუნდმა საერთოდ არ გაუშვა გოლი. გატანილ-გაშვებულის ბალანსი კი ბრწყინვალე იყო: 15:0

შედეგები

ევროპული სკოლა-ამერიკული აკადემია – 0:0
ევროპული სკოლა-ახალი სკოლა 1 – 1:0
გოლი: ხუტაშვილი

ჯგუფი A

    თამაში მოგება ფრე წაგება ბურთები ქულა
1 ამერიკული აკადემია 1 2 1 1 0 3:2 4
2 ევროპული სკოლა 2 1 1 0 1:0 4
3 ახალი სკოლა 1 2 0 0 2 2:4 4

ჯგუფი B

    თამაში მოგება ფრე წაგება ბურთები ქულა
1 ამერიკული აკადემია 2 3 2 0 1 9:5 6
2 ქართულ-ბრიტანული 3 1 1 1 7:5 4
3 ახალი სკოლა 2 3 1 1 1 5:6 4
4 QSI 3 1 0 2 4:11 3

მეოდხედფინალი

ევროპული სკოლა-”ახალი სკოლა 2” – 6:0
გოლები: შარანგია 3, არაბიძე, ერგარტინი, დარახველიძე

ამერიკული აკადემია-QSI – 6:0

ახალი სკოლა 1-ბრიტანულ ქართული სკოლა – 2:0

ნახევარფინალი

ევროპული სკოლა-ამერიკული აკადემია 2 – 8:0
გოლები: ჯოხაძე 2, ხოშტარია 2, ადეიშვილი, არაბიძე, ვეკუა, შარანგია

ამერიკული აკადემია-ახალი სკოლა 1 – 1:0

ფინალი

“ევროპული სკოლა”-ამერიკული აკადემია – ძირითადი დრო 0:0 პენალტების სერია 2:1
პენალტები გაიტანეს: რამზეს ჩოჩელმა და სანდრო ხუტშვილმა

საბოლოო შედეგები

  1. “ევროპული სკოლა”
  2. ამერიკული აკადემია 1
  3. ახალი სკოლა 1

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა

N 1 ლაშა ფალიანი – მეკარე

N 53 ლადო კაჭარავა – მეკარე

N 4 რამზეს ჩოჩელი – მცველი

N 6 ნიკა ადეიშვილი – მცველი

N 99 სანდრო ვეკუა (კაპ) – მცველი

N 11 გიორგი ლიპარტელიანი – მცველი

N 9 ირაკლი კიკორია – მცველ/ნახევარმც

N 3  სულთან ერგარტინი – მცველ/ნახევარმც

N 8 ლევან დარახველიძე – ნახევარმცველი

N 22 ლორენცო შარანგია – ნახევარმცველი

N 7 ნიკა არაბიძე – თავდამსხმელი

N 23 ლაშა ხოშტარია – თავდამსხმელი

N 13 სანდრო ხუტაშვილი – თავდამსხმელი

N 10 სანდრო ჯოხაძე – თავდამსხმელი

Share on: