ევროპულ სკოლაში ახალი მოსწავლეების მშობელთათვის სემინარი გაიმართა
შაბათს, პირველ ოქტომბერს ევროპული სკოლის ახალი მოსწავლების მშობელთათვის მოეწყო სემინარი – ელექტრონული დღიურის გამოყენება სასწავლო პროცესში.
სემინარის მსვლელობისას გაიმართა ინტერაქტიული დაფის შესაძლებლობების დემონსტრირება. სკოლის ისტ მენეჯერმა მშობლებს სწავლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა გაკვეთილის ელემენტები გააცნო.
სემინარის მსვლელობისას სკოლის ისტ კათედრის ხელმძღვანელმა შორენა აბესაძემ და ელექტრონული დღიურის ადმინისტრატორმა გიორგი გოდერძიშვილმა მონაწილეებს გააცნეს დღიურის შესაძლებლობები და აუხსნეს სკოლაში მოსწავლეთა რეიტინგის გამოთვლის პრინციპები.