"ევროპულ სკოლაში“ ტექნიკური თანამშრომელებისათვის ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსები დასრულდა

  “ევროპული სკოლის“ დირექტორის ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის 23 მარტიდან სკოლის ტექნიკური თანამშრომელებისათვის ჩამოყალიბდა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. კურსების პედაგოგებად  ჯგუფების მიხედვით მოვიწვიეთ მოსწავლეები:  გიგა აფხაიძე (DP XI კლასი),  ეკატერინე ბაქრაძე (AHS XI კლასი),  მარიამ თათეშვილი (DP XI კლასი),  გლახო რობაქიძე (DP XI კლასი),  ანა ფანჯაკიძე (XI კლასი),  ელენე ქავთარაძე (AHS XI კლასი),  გიორგი ჭუმბურიძე (AHS XI კლასი),  სალომე ჯოხაძე (XI კლასი).

  თავდაპირველად  ინგლისური ენის შესწავლის  სურვილი “ევროპული სკოლის“ 31 ტექნიკურმა თანამშრომელმა გამოთქვა, მეცადინეობები 3 თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. მსმენელები და პედაგოგები გამოირჩეოდნენ აქტიურობით.

  კურსები დაამთავრა 26 თანამშრომელმა, გამოცდა  ჩატარდა 2016 წლის 15 ივნისს. საგამოცდო კომისიის წევრები იყვნენ:  ანა სახაროვა, მაკა გველესიანი, ნინო კობახიძე, ნინო ტაბეშაძე.

  საგამოცდო კომისიამ მაღალი შეფასება მისცა მოსწავლე-პედაგოგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და მათი რეკომენდაციით  სკოლის ადმინისტრაციამ ყველა მათგანი სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვა. ამასთან ერთად, თითოეულმა მოსწავლე-პედაგოგმა მიიღო ანაზღაურება ჩატარებული გაკვეთილების მიხედვით.  წარმატებულ მოსწავლეთათვის კი (სკოლის ტექნიკურ თანამშრომელთა-თვის) მომავალი სასწავლო წლის დასაწყისიდან  დაგეგმილია ხელფასების 10 %-ით მატება.

  პროექტმა,  უფროსკლასელი მოსწავლეების დამწყები პედაგოგიური პრაქტიკა,  წარმატებით ჩაიარა. მომავალში “ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია კვლავ გეგმავს მსგავსი კურსების ჩატარებას.

“ევროპული სკოლის“ ტრენინგ ცენტრი

Share on: