ელექტრონული სწავლების დღე
2012 წლიდან ელექტრონული სწავლების დღე იქცა შესანიშნავ საშუალებად მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის. მათ მიეცათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ ის ტექნოლოგიური პროგრამები, რომელთა მიზანი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. მალევე ეს ღონისძიება ეროვნული დონის დღესასწაულად გადაიქცა, ვინაიდან ელექტრონული სწავლების დღე არ არის მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, ის მოიცავს სწავლებასაც. ეს დღე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხელს უწყობს მასწავლებლის როლის ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ელექტრონული სწავლების დღე ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
წელს ელექტრონული სწავლების დღე აღინიშნება მთელ მსოფლიოში. “ევროპული სკოლა“ გახდა ამ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე (ევროპიდან მეოთხე) და ერთადერთი სკოლა პოსტსაბჭოთა სივრციდან.
“ევროპული სკოლა“ 2017 წლის 23 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს ამ ღონისძიებაში და აღნიშნავს ელექტრონული სწავლების დღეს.