ეროვნული კიბეროლიმპიადა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 27 ოქტომბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ეროვნული კიბეროლიმპიადა, სადაც დაისვა ამოცანები კიბერუსაფრთხოების შესახებ, რომელთა გადაჭრაზეც ერთმანეთს 50 გუნდად დაყოფილი (გუნშდში სამი მონაწილე) სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეეჯიბრნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ: ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-11 კლასელმა ალექსანდრე ლომაძე-გაბიანმა და IB სექტორის მე-10 კლასის მოსწავლემ გიორგი ჩახნაშვილმა, გუნდის მესამე წევრ ირაკლი თვალიაშვილთან ერთად (სტუდენტი), მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადაში და დაიკავა მე-11 ადგილი მონაწილე 50 გუნდს შორის. აღნიშნულ ოლიმპიადას “ევროპული სკოლიდან“ ხელმძღვანელობდა ორი პედაგოგი: ქართული პროგრამის ისტ პედაგოგი დავით ნოზაძე და IOS დეველოპერი, ამერიკული უმაღლესი სკოლის კომპიუტერული მეცნიერებების პედაგოგი იროდიონ ჯავახიშვილი, რომლებმაც ზემოთ ხსენებულ მოსწავლეებს გაუწიეს ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში.