ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში

21 თებერვალს ,,ევროპული სკოლის“ მე-6 ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ მაია წენგუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ექსკურსიის მიზანი გახლდათ, მოსწავლეთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიული და ანტიკურ-ელინისტური პერიოდის მახასიათებლების შეჯამება და ასევე, მოსწავლეებში დაკვირვების, კვლევის, საკუთარი აზრის, ჩანახატების, ჩანაწერების გაკეთების და პრეზენტაციაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

Share on: