ვიზიტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში
13 თებერვალს ქართული პროგრამის მე-6 ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მანანა ჟამურაშვილის თანხლებით, იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, სადაც განათლების პროექტების სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ არჩვაძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე:”საქართველოს ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები”.
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა დაცული ტერიტორიების არსის, ბიომრავალფეროვნების, დაცულ ტერიტორიაზე აკრძალული და ნებადართული საქმიანობის შესახებ.
მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს დაეხმარებათ პროექტზე “წითელი წიგნი და დაცული ტერიტორიები” მუშაობისას.