ვიკი-კემპი “ევროპულ სკოლაში“
2018 წლის 19 მაისს, “ევროპულმა სკოლამ“ კიდევ ერთხელ უმასპინძლა “ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ ერთდღიან ვიკი-ბანაკს. რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბანაკის მუშაობაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
ვიკი-ბანაკი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის და მისი ვიცე-პრეზიდენტის, ევროპული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მანანა შეყილაძის ორგანიზებით ჩატარდა.
ერთ დღეში 17-მა მოსწავლემ ქართულ ვიკიპედიაში 300 სტატია ატვირთა ოკუპირებული ცხინვალისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ატვირთეს:
აფხაზეთი – 176 ძეგლი
შიდა ქართლი – 153 ძეგლი
ახალგორი – 334 ძეგლი
ცხინვალი და ქარელი – 300 ძეგლი
მოსწავლეების აქტივობებიდან გამომდინარე, 2020 წელს იგეგმება “ვიკიმედია ჯორჯიას“ დაარსება.
ვიკი-ბანაკის მონაწილეებს სკოლის პედაგოგმა, დავით ნოზაძემ მეორედ ჩაუტარა ტრენინგი თემაზე “როგორ დავიტანოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები Google Map”-ზე.