ვულოცავთ!

  24 სექტემბერს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ მეხუთე სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით მიმდინარე მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს სკოლის ასაკის მოზარდებისათვის საბუნებისმეტყველო დისციპლინების პოპულარიზაციაში.

  “ევროპული სკოლის“ მე-9 კლასის მოსწავლემ ირაკლი ბეჟუაშვილმა (პედაგოგი – ხათუნა კაპანაძე)  მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში ჩატარებულ “სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტების” ვიდეორგოლების კონკურსში. მისმა ექსპერიმენტმა “რა “სარგებლობა“ მოაქვს ნიკოტინს“ გაიმარჯვა. იგი, როგორც საუკეთესო ვიდეოექსპერიმენტის ავტორი, დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით – სამეცნიერო ნივთების ნაკრებით. ასევე კომპანია ბილაინისაგან საჩუქრად გადაეცა  პლანშეტი.

  ვულოცავთ ირაკლის გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.

Share on: