ვულოცავთ!

  შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ჩაატარა კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მოსაპოვებლად. კონკურსში მაქსიმალური შეფასებით (50 ქულა) გაიმარჯვა “ევროპული სკოლის” ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმა, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა
  გრანტის მენტორი (ხელმძღვანელი) გახლავთ “ევროპული სკოლის” დირექტორის პირველი მოადგილე, პროფესორი ავთანდილ გაგნიძე, პროექტის კონსულტანტი კი გახლავთ Paris 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარალდ ვერცი. პროექტში ასევე ჩართულია “ევროპული სკოლის” ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგი გიორგი იაშვილი. პროექტის მასპინძელი ორგანიზაცია გახლავთ “საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“.
  პროექტის კვლევის ობიექტს წარმოადგენს პოსტ-კვანტური კრიპტო სისტემების გლობალური გამოკვლევა, რაც დაკავშირებულია კვანტური კომპიუტერების შექმნის აქტიურ მუშაობასთან. 
Share on: