ვულოცავთ!
“ევროპული სკოლის” მერვე კლასის მოსწავლემ ელენე ფანჯაკიძემ მიიღო მონაწილეობა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში : “მოვეფეროთ იაკობს და დედა ენას“ და ნაშრომისათვის “ერთწუთიანი მონოდიალოგი“ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.
“ევროპული სკოლა” ულოცავს ელენესა და მის პედაგოგს თამარ ცაგარელს ამ კონკურსში აქტიურ მონაწილეობასა და საპატიო სიგელებს.