ვულოცავთ!
2017 წლის 14-15 იანვარს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა – “ევროპული სკოლა 10 წლის გადმოსახედიდან“. მიმდინარეობდა ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, შეჯამდა მუშაობის შედეგები საგნობრივი კათედრებისა და პროგრამების მიხედვით, დასახელდნენ “ევროპული სკოლის“ წარმატებული თანამშრომლები:
- “წლის მასწავლებელი“ – ქიმიის პედაგოგი ხათუნა კაპანაძე;
- “წლის კლასის დამრიგებელი“ – XIა კლასის დამრიგებელი ლეილა მელიქიშვილი;
- “წლის მენეჯერი“ – ევროპული ბაღის “European Kindergarten” ხელმძღვანელი თამარ არაბიძე;
- “წლის წარმატებული გუნდი” – IB PYP და მისი კოორდინატორი ლინდა ციცქიშვილი;
- “წლის კოორდინატორი“ – ნანა ივანიძე;
გამარჯვებულები მარტის არდადეგებზე გაემგზავრებიან ბუდაპეშტში. ვულოცავთ მათ ამ საპატიო ნომინაციებში გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.