ვულოცავთ!
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – “ჩემი ვაჟა-ფშაველა“ გაიმარჯვა “ევროპული სკოლის“ მე-8ა კლასის მოსწავლემ, ნიკი ფერაძემ (მასწავლებელი თ. ცაგარელი). ნიკიმ კონკურსზე წარადგინა მხატვრული ესე “ხმელი წიფლის გასაღები“. გამარჯვებულს გადაეცა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატი და საჩუქრების ნაკრები.
ვულოცავთ ნიკის გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!