ვულოცავთ!

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გამართულ მოსწავლეთა 71-ე  სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში წელსაც წარმატებული იყო “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა მონაწილეობა.  სექციური მუშაობის პროცესში ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი მოსწავლეების მიერ წარდგენილი თემების აქტუალობა, მათი ექსპერიმენტული ხასიათი და პრაქტიკული ღირებულება. განსაკუთრებულად აღსანიშნნავია XI კლასის მოსწავლის    გიორგი მაჭარაშვილის წარმატება, რომელმაც ერთდროულად ორი I ხარისხის (ისტ და ინგლისური ენა)  და ერთი II ხარისხის დიპლომი (მათემატიკა) მოიპოვა. I ხარისხის დიპლომით ასევე დაჯილდოვდნენ: ბიოლოგიაში – XI კლასის მოსწავლე როინ ენუქიძე; ქიმიაში –  IX კლასის მოსწავლე ირაკლი ბეჟუაშვილი;

წლევანდელი 71-ე კონფერენცია განსაკუთრებული აღმოჩნდა “ევროპული სკოლისათვის“. წელს უკვე მესამედ მოვიპოვეთ  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სპეციალური სიგელი, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ,  საუკეთესო ნაშრომის ავტორს,   XII კლასის მოსწავლეს,  მარიამ გობიანიძეს  გადასცა მარიამი, ასევე, კომპანია “გეოპლანტის“ მიერ დაწესებული სტიპენდიით დაჯილდოვდა.

მოსწავლეთა წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობას ვუხდით  მათ პედაგოგებს: ბუციკო ჩხარტიშვილს, ხათუნა კაპანაძეს, რუსუდან ბერიძეს, შორენა აბესაძესა და პეტრე ბაბილუას.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

Share on: