ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი
დღეს ევროპულ სკოლაში სტარტი აიღო ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირმა უმცროსკლასელთა შორის, რომელშიც ევროპული სკოლის მოსწავლეების გარდა, კონკურსგარეშე, საფეხბურთო სკოლა ოლიმპის ორი გუნდიც მონაწილეობს.
გახსნის ცერემონიაზე მონაწილე გუნდებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართეს ევროპული სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა მოსიძემ, ივიკოს ოჯახის წევრებმა, ქალაქ თბილისის სპორტის სამსახურის უფროსმა მერაბ ჩიქობავამ და ივიკოს პირველმა მასწავლებელმა ანა კალანდაძემ. აღინიშნა, რომ ტურნირი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, ხოლო თბილისის მერია დააწესებს ივიკოს ხსოვნის სპეციალურ, გარდამავალ თასს.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა, მონაწილე გუნდებმა და გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ივიკოს ხსოვნას.
შეჯიბრის პირველი დღე საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გუნდები თავგანწირვით იბრძოდნენ გამარჯვებისთვის. ქვეჯგუფებში ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ორი ფრედ, 1:1 დასრულდა, ორშიც სკოლა ოლიმპის გუნდებმა იმარჯვეს ანგარიშით 3:2 და 4:1.
პირველი დღის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება
დინამო | მილანი | Flamin-go | მამაცი ლომები | ოლიმპი II | |
დინამო – IVგ | 1:1 | ||||
მილანი – Vდ | 1:1 | ||||
Flamin-go – VIბ | 2:3 | ||||
მამაცი ლომები – Vგ | |||||
ოლიმპი II | 3:2 |
Next Level | Nike | “ივიკო” | ბარსა | ოლიმპი I | |
Next Level – VIგ | 1:1 | ||||
Nike – VIა | 1:4 | ||||
“ივიკო” – Vა | 1:1 | ||||
ბარსა – Vბ | |||||
ოლიმპი I | 4:1 |