ინგლისური ენის კონკურსი თინეიჯერებისთვის
13-15 ან 16-18 წლამდე ასაკის ხართ?
ბრიტანეთის საბჭო გაძლევთ საშუალებას ჩააბაროთ ინგლისური ენის კომპიუტერული ტესტი – Aptis და მიიღოთ სერთიფიკატი რომლის საშუალებითაც:
• დაადგენთ თქვენი ინგლისური ენის ცოდნის დონეს კითხვის, წერის და მოსმენის უნარებში;
თქვენთვის საინტერესო იქნება იცოდეთ, რომ გრამატიკისა და ლექსიკის შეფასებასთან ერთად შეფასდება ინგლისური ენის უნარები (კითხვა, წერა და მოსმენა) ცალ-ცალკე. ტესტის შედეგები მოცემული იქნება როგორც ქულებში
(0-50 ქულამდე), ასევე ვერბალურად, უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისი დონის მითითებით (A1, A2, B1, B2, C).
• განსაზღვრავთ თქვენს მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;
• განსაზღვრავთ თქვენს მზაობას ინგლისური ენის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად;
• განსაზღვრავთ თქვენს მზაობას უმაღლესი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად (FCE, CAE, IELTS, TOEFL);
• განსაზღვრავთ ენის რომელი უნარის (კითხვა, წერა, მოსმენა) გაუმჯობესება გესაჭიროებათ სასურველი შედეგის მისაღწევად.
პრიზები
იმ მოსწავლეებს, რომლებიც თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში და ენის დონის თითოეულ ჯგუფში: საშუალოზე დაბალი – A2, საშუალო- B1, საშუალოზე მაღალი- B2 , მაღალი დონე – C, მოიპოვებენ მაქსიმალურ ქულას დავაჯილდოვებთ პლანშეტით.
თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში (13-15 და 16-18), იმ მოსწავლეებს, რომლებიც დააგროვებენ უმაღლეს ქულას დავაჯილდოვებთ სუპერ პრიზით – Iphone 7.
კონკურსზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ მიმართოთ ევროპული სკოლის ადმინისტრაციას.
რეგისტრაცია
კონკურსზე დასარეგისტრირებლად:
1. გადაიხადეთ ტესტირების ღირებულება, 50 ლარი.
საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE42BG0000000300313800; მიმღები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში. გადახდის დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გამოცდის დასახელება. (მაგ.: ნინო ასათიანი, 10.02.2001, Aptis)
2. გადახდის ქვითარი წარადგინეთ ევროპული სკოლის ადმინისტრაციაში და გაიარეთ რეგისტრაცია;
3. რეგისტრაცია გაიარეთ 28 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით. (რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მარტი 16:00).
ტესტირება
ტესტირება ჩატარდება კომპიუტერულად. ხანგრძლივობაა: 3 საათი, 10 წუთიანი შესვენებების ჩათვლით. ტესტირების თარიღები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ტესტირების დღე |
ტესტირების დრო დილის სესია |
ტესტირების დრო შუადღის სესია |
16 მარტი |
10:00 |
14:00 |
17 მარტი |
10:00 |
14:00 |
18 მარტი |
10:00 |
14:00 |
19 მარტი |
10:00 |
14:00 |
20 მარტი |
10:00 |
14:00 |
სანიმუშო ტესტები
Aptis ტესტის შესახებ დამატებით ინფორმაცია და სანიმუშო ტესტები იხილეთ ბმულზე: http://www.britishcouncil.ge/en/exam/aptis
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ბრიტანეთის საბჭო, რუსთაველის # 34, 0108 თბილისი
ტელ: + 995 32 2250407
ელ.ფოსტა: office@ge.britishcouncil.org
ვებ გვერდი: www.britishcouncil.ge https://www.facebook.com/BritishCouncilGeorgia/?fref=ts