”ისრაელის ახალგაზრდა ელჩები” ”ევროპულ სკოლაში”

  22 ივნისს “ევროპულ სკოლას” ”ისრაელის ახალგაზრდა ელჩები” ესტუმრნენ, სკოლის პრეზიდენტის, იცხაკ  ელდანის ხელმძღვანელობით  16-17 წლის ახალგაზრდებს  ორწლიანი მომზადების შემდეგ   საშუალება ეძლევათ, გაემგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მასპინძელ ქვეყნებს გააცნონ ისრაელის კულტურა და იმ თვალით დაანახვონ იგი, რომლითაც  თვითონ ხედავენ საკუთარ სამშობლოს. ეს ვიზიტები მათ ეხმარებათ დიპლომატიური ეთიკის, საჯარო გამოსვლის, ლიდერული თუ ჯგუფური მუშაობის უნარების დახვეწაში.

  ”ევროპულ სკოლაში” სტუმრობისას მათ ქართველმა თანატოლებმა უმასპინძლეს, გააცნეს საქრთველო, ქართული კულტურა და ტრადიციები. ახალგაზრდებმა თავიანთი  ინტერესები და  სამომავლო გეგემები ერთსაათიანი აზრთა გაცვლა-გამოცვლისას ”მრგვალი მაგიდების” ირგვლივ გაუზიარეს ერთმანეთს. ქართველმა მოსწავლეებმა, ქართული კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, კონცერტი გამართეს თანატოლებისათვის. სტუმრებმა კი ღონისძიების ბოლოს ერთობლივი ცეკვა შესთავაზეს მასპინძლებს.

  ”ისრაელის ახალგაზრდა ელჩების სტუმრობა” დიდხანს ემახსოვრებათ           ”ევროპული სკოლის” მოსწავლეებს. ეს ვიზიტი უთუოდ ქართველი და ებრაელი მომავლის ლიდერების ხანგძლივი ურთიერთობისა და მეგობრობის დასაბამი გახდება.

Share on: