კალათბურთის კლუბი

კალათბურთის კლუბს  “ევროპულ სკოლაში“  ხელმძღვანელობს კალათბურთში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი დავით  ბერძენიშვილი.

სკოლას აქვს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საკალათბურთო დარბაზი, რომელშიც,  მეცადინეობების გარდა, სისტემატურად ტარდება ტურნირები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს შორის.

“ევროპულ სკოლას“ ჰყავს კალათბურთის  ნაკრები გუნდი, რომელიც ყოველწლიურად  წარმატებით მონაწილეობს ქალაქის კერძო და  საჯარო სკოლებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრებსა და  ჩემპიონატებში.

“ევროპული სკოლის“საკალათბურთო ნაკრები გუნდის შემადგენლობაში

არიან საქართველოს ახალგაზრდული საკალათბურთო გუნდის წევრი, კლუბ “ჰიუნდაის“ წევრი,  საქართველოს ორგზის და თბილისის სამგზის ჩემპიონი – ირაკლი ქოჩიაშვილი და საქართველოს ერთგზის ჩემპიონი, კლუბ “აკადემიის“ წევრი – ლუკა წურწუმია.