კალათბურთის მატჩი
4 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ სპორტულ დარბაზში შედგა ამხანაგური შეხვედრა კალათბურთში “ევროპული სკოლისა“ და თბილისის 64-ე საჯარო სკოლის ნაკრებ გუნდებს შორის.
“ევროპული სკოლის“ გუნდი შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა:
- ირაკლი ქოჩიაშვილი (IX ბ);
- ლუკა წურწუმია (VIII MYP);
- თეგა ჭეიშვილი (IX AHS);
- ამიკო ხაზალია (IX AHS);
- თორნიკე ხუბულური (XI AHS);
- თემო ჯანაშია (IX AHS);
- სანდრო ჯანაშია (VIII AHS).
მატჩი დასრულდა ანგარიშით 51:48 “ევროპული სკოლის“ გუნდის სასარგებლოდ.
გუნდს ქულები შესძინეს:
- ირაკლი ქოჩიაშვილმა – 24 ქულა;
- ამიკო ხაზალიამ – 11 ქულა;
- თემო ჯანაშიამ – 8 ქულა;
- თორნიკე ხუბულურმა – 6 ქულა;
- სანდრო ჯანაშიამ – 2 ქულა.
ვულოცავთ “ევროპული სკოლის“ გუნდსა და მის მწვრთნელს – კალათბურთში საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორს, დავით ბერძენიშვილს – გამარჯვებას!
“ევროპული სკოლის“ დირექცია