კლასიკური მუსიკის II ფესტივალი "ევროპულ სკოლაში“

  2015 წლის 1-4 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კლასიკური მუსიკის II ფესტივალი, რომელმაც შარშან  დიდი მოწონება დაიმსახურა, ამდენად წელს მასში მოსწავლეთა გაცილებით მეტმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა.

  საფესტივალოდ “ევროპული სკოლის“ დირექტორის, ქალბატონ ნანა მოსიძის ბრძანებით შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი და სპეციალური ჟიური, რომელსაც თავმჯდომარეობდა  თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, “ევროპული სკოლის“ სიმღერის სტუდიის ხელმძღვანელი, კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე.

  ფესტივალი ორ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო “ევროპული სკოლის“ 25-მა  მოსწავლემ, რომელთაგან  ზოგიერთმა, სამწუხაროდ,  ვერ გადალახა პირველი ტური, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალ,  უკვე ტრადიციულად ქცეულ  ფესტივალში ისინი უფრო მომზადებული წარსდგებიან მსმენლის წინაშე. 

  კლასიკური მუსიკის ფესტივალის II ტური –  გალა-კონცერტი -მიჰყავდათ IB DP-ის  XI კლასის მოსწავლეებს : მარიამ ბაღდავაძესა და გლახო რობაქიძეს. ფესტივალი საზეიმოდ გახსნეს IV ბ კლასის მოსწავლეებმა – დიმიტრი გოზალიშვილმა და თემურ თვაურმა, რომლებმაც შეასრულეს    ედუარდო დი კაპუას “O, Sole Mio“.

  ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა “ევროპული სკოლის“  კლასიკური გიტარის სტუდიის ხელმძღვანელი, ავსტრიის ქალაქ გრაცის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ქალბატონი მარია ლისტი.

  კლასიკური მუსიკის II ფესტივალის II ტურში მონაწილეობდნენ:

1. ვახტანგ  ლემონჯავა (ფორტეპიანო) – I ა კლასის მოსწავლე

2. მარიამ  მერაბიშვილი (ფორტეპიანო) – IV ბ კლასის მოსწავლე

3. ლიზი  ტალახაძე (ფორტეპიანო) – IV ბ კლასის მოსწავლე

4. თაია  ქაჯაია (ფორტეპიანო) – IV ბ კლასის მოსწავლე

5. ანანო  მარი ლიენ  ევანნო (ფორტეპიანო) – PYP IV კლასის მოსწავლე

 6. ნინი  ბზიავა (ფორტეპიანო) – VI ა კლასის მოსწავლე

7. დიმიტრი  დუმბაძე (ფორტეპიანო) – MYP VI კლასის მოსწავლე,

     ნინ  დუმბაძე (ფორტეპიანო) – MYP VII კლასის მოსწავლე

8. ნიკოლოზ  ქავთარაძე (გიტარა) – MYP VII კლასის მოსწავლე

9. ირინა  წერეთელი (ფორტეპიანო) – VIII ა კლასის მოსწავლე

10. ბაჰარ  ხაჯავი (ფორტეპიანო) – MYP  IX  კლასის მოსწავლე

11. ბეჰბოდ  ხანსარი (ფორტეპიანო) – MYP X კლასის მოსწავლე

12. ლუკა  ვადაჭკორია (ფორტეპიანო) – AHS XII კლასის მოსწავლე

  ჟიურის გადაწყვეტილებით კლასიკური მუსიკის II ფესტივალის მონაწილის დიპლომი გადაეცა II  ტურში მონაწილე ყველა მოსწავლეს.

  პრიზით: “საუკეთესო შემსრულებელი“ დაჯილდოვდნენ: VI ა კლასის მოსწავლე ნინი  ბზიავა (ფორტეპიანო); MYP VII კლასის მოსწავლე ნიკოლოზ  ქავთარაძე (გიტარა); AHS XII კლასის მოსწავლე ლუკა  ვადაჭკორია (ფორტეპიანო). პრიზი: “ყველაზე მუსიკალური შემსრულებელი“ დაიმსახურა VIII ა კლასის მოსწავლემ ირინა წერეთელმა.

  პრიზი: “ყველაზე ტექნიკური შემსრულებელი“ დაიმსახურა MYP X  კლასის მოსწავლემ  ბეჰბოდ  ხანსარმა (ფორტეპიანო). პრიზის “ჟიურის სიმპათია“ მფლობელი გახდა IV ბ კლასის მოსწავლე მარიამ მერაბიშვილი.

  ფესტივალის დასასრულს  “ევროპული სკოლის“ დირექტორმა, ქალბატონმა ნანა მოსიძემ მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, მიულოცა გამარჯვებულებს და მომავალი წარმატებები უსურვა მათ. კლასიკური მუსიკის II ფესტივალი დასრულდა, მომავალ შეხვედრამდე!

 “ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

Share on: