კომუნიკაცია და ქოუჩინგი მოზარდებში

4 ოქტომბერს “ევროპულ სკოლაში“ მოეწყო შეხვედრა კანტის აკადემიისწარმომადგენლებთან. აკადემიის ლექტორი ირინე ჭოჭუა მოსწავლეებს ესაუბრა  თემაზე: “კომუნიკაცია და ქოუჩინგი მოზარდებში“.  პროფესიონალმა ქოუჩმა მოზარდები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დააფიქრა, როგორებიცაა:  კომუნიკაციის დამყარება საკუთარ თავსა და გარშემომყოფებთან, შორეული მიზნის დასახვის აუცილებლობა, პიროვნული განვითარების გეგმის შემუშავება. მსმენელთათვის ეს საკითხები საინტერესო აღმოჩნდა და აქტიური დისკუსია გამოიწვია.

კანტის აკადემია უახლოეს მომავალში “ევროპული სკოლის“  მასწავლებლებისთვის მოაწყობს ვორქშოფს ქოუჩინგის თემაზე.


Share on: