კონკურსი!
კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების სქემა:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის V-XII კლასების მოსწავლეებს;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შექმნილი პოსტერები (პლაკატები) უნდა ჩააბარონ კათედრაზე არა უგვიანეს 10 ნოემბრისა (16:00 საათი);
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფსურად (მაქსიმუმ 4 მოსწავლე);
- პოსტერის ზომა უნდა იყოს A4, ან უფრო დიდი ზომის ფორმატი;
- პოსტერი უნდა იყოს ორიგინალური დიზაინის; შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს პოსტერის სათაურს;
- პოსტერის გაფორმება შეიძლება ხელით, შესაძლებელია გამოყენებული იყოს კომპიუტერული გრაფიკა და ფოტოსურათები;
- პოსტერი არ დაუბრუნდება ავტორს;
- პოსტერის მეორე მხარეს მითითებული უნდა იყოს ავტორის/ავტორების სახელი, გვარი და კლასი. პოსტერის შესაქმნელად გამოყენებული ყველა წყარო.
სავარაუდო თემები, რომლებიც შეიძლება გამოიყენეოთ პლაკატების შესაქმნელად:
ა) მათემატიკის სექცია:
- გამოჩენილი მათემატიკოსები და მათი გამონათქვამები;
- სახალისო მათემატიკა;
- მათემატიკა ჩვენ ირგვლივ;
- მათემატიკური სოფიზმები;
- გეომეტრია და არქიტექტურა;
- გეომეტრია და ხელოვნება;
- და სხვა
ბ) ტექნოლოგიების სექცია:
- მომავლის ტექნოლოგიები;
- ტექნოლოგიები და მომავლის სკოლა;
- რატომ ტექნოლოგიები?
- კომპიუტერული პროგრამები 2020 წელს;
- რობოტები და ხელოვნური ინტელექტი;
- კომპიუტერების განვითარების მოკლე ისტორია;
- Google-ის ქვეყანა;
- კომპიუტერულ ლაბორატორიაში ქცევის წესები;
- უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა;
- კომპიუტერი თუ წიგნი?
- ციფრული მოქალაქეობა;
- და სხვა
შეფასების რუბრიკა:
- პოსტერს (პლაკატის) ვიზუალური მხარე: სივრცის გამოყენება, ტექსტის და სურათების აღქმადობა, სუფთა და ორიგინალური დიზაინი;
- ტექნიკური მხარე: ენობრივი შეცდომები, ფერების შეხამება;
- შემოქმედებითობა და ორიგინალურობა;
- შინაარსის სიზუსტე და გამოყენებული მასალის საიმედოობა: ინფორმაციის შეგროვების ხერხების მრავალფეროვნება; პლაკატის შესაქმნელად გამოყენებული ტექსტი, დიზაინი, სურათები უნდა გამოხატავდეს ერთ მთავარ იდეას, რომელიც ჩამოყალიბებული იქნება სათაურში.