კონკურსი "ნიჭიერი“ “ევროპულ სკოლაში”

18-26 თებერვალს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კონკურსი “ნიჭიერი“.

სკოლის დირექტორის ბრძანებით ჩამოყალიბდა კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი და ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

  1. რუსუდან მაყაშვილი – მსახიობი (ჟიურის თავმჯდომარე);
  2. ირაკლი ბეჟუაშვილი – “ევროპული სკოლის“ VIII ა კლასის მოსწავლე;
  3. გულიკო სიმაევი – “ევროპული სკოლის“ IB DP XI კლასის მოსწავლე;
  4. ბაჩანა სამადაშვილი – “ევროპული სკოლის“ AHS XII კლასის მოსწავლე;
  5. ალექსანდრე ყარალაშვილი – 2015 წლის “ნიჭიერის“ კონკურსის მონაწილე.

18 და 19 თებერვალს ჩატარდა კონკურსის  შესარჩევი მოსმენა.

მოსმენაზე წარმოდგენილი  იყო  48 ნომერი. მათგან 40 ნომერი გადავიდა პირველ ტურში.

22-24 თებერვალს ჩატარდა პირველი ტური, რომელშიც წარმოდგენილი იყო  36 ნომერი. მათგან 15 ნომერი გადავიდა ფინალურ ტურში. ესენი არიან: 

  1. VII ა კლასის მოსწავლეები – “13+1   (“ჩრდილის ანგელოზები)მინიატურით  “ევროპული სკოლიდან ევროპისაკენ“; 
  2. ნიაზ მაჰდავი – სიმღერით “Let It Go“ ( PYP V A   კლასი);
  3. ლიზი კუხალაშვილი – ტანვარჯიშის ნომრით ( IV ა კლასი);
  4. მარიამ ადამია – სიმღერით  “Grenade” ( VI ა კლასი);
  5. V ბ კლასის გოგონათა ჯგუფი  “6 G + 3 – მარიამ ამირიძე, ლიკა ბოლქვაძე, ანასტასია გობიანიძე, ელენე გოგუაძე, თინათინ გოდერძიშვილი, ელისაბედ დარჯანია, ელისაბედ ოშხნელი, მარიამ ქარდავა, ანასტასია ცქვიტინიძე – თანამედროვე ცეკვით; 
  6. მარიამ ხაბაზაშვილი – სიმღერით “Hello“ (MYP VIII კლასი);
  7. AHS XII კლასის მოსწავლე – ლუკა ვადაჭკორია  საფორტეპიანო კომპოზიციით “Boogie Woogie”;

   8. ლევან ელოიძე – სიმღერით “Twist and Shout(III ა კლასი); 

   9. თამთა დიასამიძე და მეგობრები (თანაკლასელების ჯგუფი) –  სიმღერით “It,s  Oh, So Quiet“  (IX  ბ კლასი);

   10. AHS  IX კლასის მოსწავლეები გიორგი ვეკუა, გიორგი იმნაიშვილიილუზიონისტური ნომრით; 

   11. აზამატ რახმონ-ზოდა, ნადია ხაძიმიხელაკის – სიმღერების პოპურით  (MYP X კლასი);

   12. ლიზა  ქევანიშვილი – სიმღერით “If  I Ain,t Got You” ( AHS IX კლასი);

   13. IB DP  XI კლასის მოსწავლეთა ჯგუფი –  მუსიკალურ-შემოქმედებითი კომპოზიციით; 

   14. დიმიტრი გოზალიშვილი და თანაკლასელები – სიმღერით  “My Valentine“  (IV ბ კლასი);

   15. ნინი ბზიავა (VI ა კლასი)- ფ.შოპენის “ნოქტიურნით“(op. 9, N2). 

კონკურსის ფინალში მონაწილეობა ვერ მიიღო მხოლოდ ნინი ბზიავამ, რომელიც პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა ესპანეთში.

საინტერესო და ემოციურად დატვირთული იყო კონკურსის ფინალი. ჟიურის საუკეთესოთა შორის  საუკეთესოს შესარჩევად რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით მთავარი პრიზი – “ნიჭიერის ოქროს ვარსკვლავი“ ერგო IV ა კლასის მოსწავლეს დიმიტრი გოზალიშვილს. დიმიტრი და მისი თანაკლასელები დაჯილდოვდნენ სამდღიანი დასასვენებელი საგზურით გუდაურში.

კონკურსის გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების (“ნიჭიერის ვარსკვლავი“) მფლობელები ასევე გახდნენ:

   1. III ა კლასის მოსწავლე ლევან ელოიძე;

   2. VII ა კლასის მოსწავლეები – “13+1“   (“ჩრდილის ანგელოზები“);

   3. თამთა დიასამიძე – IX ბ კლასის მოსწავლე;

   4. IB DP  XI კლასის მოსწავლეთა ჯგუფი.

  ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა AHS XII კლასის მოსწავლე ლუკა ვადაჭკორიას.

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა კონკურს “ნიჭიერის“ მონაწილის სერტიფიკატით, ხოლო ფინალში მონაწილენი – კონკურს “ნიჭიერის“ ფინალისტის დიპლომით.

კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარებისათვის სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ ჟიურის წევრები: ირაკლი ბეჟუაშვილი, გულიკო სიმაევი და ბაჩანა სამადაშვილი; წამყვანები: მარიამ ადამია (VI ა კლასი) და რუსუდან მოდებაძე (VIII ა კლასი).

დიპლომები და ფულადი პრემიები გადაეცათ: IV ბ კლასის დამრიგებელს თამთა გოგიჩაიშვილს, VII ა კლასის დამრიგებელს თამარ ცაგარელს და IX ბ კლასის დამრიგებელს მაია მელიქიშვილს.

IB DP XII კლასის მოსწავლეები დირექციამ დააჯილდოვა განსაკუთრებული პრიზით – ერთჯერადი ვაუჩერით თბილისის რესტორანში.

ვულოცავთ “ევროპული სკოლის“ “ნიჭიერის“   მონაწილეებსა და გამარჯვებულებს!

  “ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

 

Share on: