კონკურსი "ნიჭიერი“ “ევროპულ სკოლაში”
24-28 თებერვალს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კონკურსი “ნიჭიერი“.
სკოლის დირექტორის ბრძანებით ჩამოყალიბდა კონკურსის დებულება, საორგანიზაციო ჯგუფი და ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
1. ლევან წულაძე – თბილისის კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (ჟიურის თავმჯდომარე);
2. დავით გომართელი – პოპულარული მომღერალი;
3. ეკატერინე ბაქრაძე – “ევროპული სკოლის“ AHS XII კლასის მოსწავლე, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე;
4. მარიამ გობიანიძე – “ევროპული სკოლის“ IB პროგრამის XII კლასის მოსწავლე, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე;
5. დიმიტრი გოზალიშვილი – “ევროპული სკოლის“ V ა კლასის მოსწავლე, 2016 წლის კონკურს “ნიჭიერის“ ნახევარფინალური ტურის მონაწილე;
6. ალექსანდრე ყარალაშვილი – “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებული, “კავკასიის უნივერსიტეტის“ II კურსის სტუდენტი, 2013 წლის
კონკურს “ნიჭიერის“ ნახევარფინალური ტურის მონაწილე.
15 თებერვალს ჩატარდა კონკურსის შესარჩევი მოსმენა.
მოსმენაზე წარმოდგენილი იყო 27 ნომერი. მათგან 16 – გადავიდა პირველ ტურში.
24 თებერვალს ჩატარდა პირველი ტური, სადაც განისაზღვრა ფინალური ტურის მონაწილეთა სია და პროგრამა:
PYP III A კლასი
1. იდრის გაზიოღლუ – ცეკვა “ბრეიქდანსი”
PYP IV B კლასი
2. სიწ ჭანგ – ჯო ჰისიაში, საფორტეპიანო პიესა “ზაფხული“
VI ბ კლასი
3. ანასტასია ცქვიტინიძე – თანამედროვე ცეკვა
4. ლიკა ბოლქვაძე, ანასტასია გობიანიძე და ზაალ ჭუმბურიძე – ორიგინალური ცეკვა
MYP VI A კლასი
5. ნიაზ იზადი მაჰდავი – რევაზ ლაღიძე, “სიმღერა თბილისზე“
VIII ა კლასი
6. “ჩრდილების პროექცია“ – VIII ა კლასის მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი – თამარ ცაგარელი
AHS IX A,B კლასი
7. ანა დარჩიაშვილი, ნათელა თუთბერიძე, ირაკლი თუთბერიძე (XI ა) – კარატეს საბრძოლო საჩვენებელი ნომერი
X კლასი
8. თამთა დიასამიძე და მთელი კლასი – კომპოზიცია კინოფილმ “ლა ლა ლენდიდან“
DP XI კლასი
9. ნინა თალაკვაძე,ნადია ხაძიმეხელაკის და ბეჰბოდ ხანსარი – კომპოზიცია “Clean Bandit”.
საინტერესო და ემოციურად დატვირთული იყო კონკურსის ფინალი. ჟიურის საუკეთესოთა შორის საუკეთესოს შესარჩევად რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით მთავარი პრიზი – “ნიჭიერის ოქროს ვარსკვლავი“ და წოდება “ყველაზე ნიჭიერი“ ერგო VIII ა კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაჯილდოვდნენ ოთხდღიანი დასასვენებელი საგზურით გუდაურში.
კონკურსის გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების (“ნიჭიერის ვარსკვლავი“) მფლობელები ასევე გახდნენ:
1. თამთა დიასამიძე და X კლასი – (პრიზთან ერთად დაჯილდოვდნენ ორდღიანი ექსკურსიით);
2. VI ბ კლასის მოსწავლეები ლიკა ბოლქვაძე, ანასტასია გობიანიძე და ზაალ ჭუმბურიძე .
ოთხდღიანი დასასვენებელი საგზურით გუდაურში ასევე დაჯილდოვდნენ:
1. MYP VI A ლასის მოსწავლე ნიაზ იზადი მაჰდავი;
2. PYP IV ბ კლასის მოსწავლე სიწ ჭანგი.
კონკურსის ფინალის ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური დიპლომი.
კონკურსის დიპლომებით დაჯილდოვდნენ: კონკურსის წამყვანი, XII კლასის მოსწავლე სალომე ჯოხაძე, VIII ა კლასის დამრიგებელი თამარ ცაგარელი და X კლასის დამრიგებელი მაია მელიქიშვილი.
ვულოცავთ “ევროპული სკოლის“ კონკურს “ნიჭიერის“ მონაწილეებსა და გამარჯვებულებს!
“ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია