კულტურის სახლი ” მუზა”
“ევროპული სკოლის“ Vბკლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კულტურის სახლ ” მუზას”; მოუსმინეს ლექციას “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორების შესახებ. გაიცნეს ცნობილი ქართველი და უცხოელი მხატვრები , რომლებმაც დაასურათეს წიგნი. პრაქტიკული დავალების დროს კი თავად შეეცადნენ დაესურათებინათ “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი აფორიზმი.
დაათვალიერეს მუზეუმის ეზოში დაცული ცნობილი ქართველი მოქანდაკის , მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებები (წაიყვანა ხელოვნების მასწავლებელმა ნატა ვაწაძემ).