კურსდამთავრებულებთან შეხვედრა

  29 დეკემბერს “ევროპულმა სკოლამ” ტრადიციულად უმასპინძლა კურსდამთავრებულებს. ეს კიდევ ერთი თბილი შეხვედრა იყო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ “ევროპული სკოლა” არასდროს ივიწყებს და მუდამ ამაყობს თავისი კურსამთავრებულებით. 

  ღონისძიებას უძღვებოდნენ: სალომე ჯოხაძე, გიგა აფხაიძე და მარიამ ჩიკვაიძე

  კურსდამთავრებულებისთვის იმღერეს დიმიტრი გოზალიშვილმა და ლევან ელოიძემ. “ევროპული სკოლის” ბენდთან ერთად სიმღერები შეასრულეს: გულიკო სიმაევმა, ხატია კილაძემ და თემიკო ჭიჭინაძემ. დაუკრეს ბენდის ყოფილმა წევრებმა: ლუკა ჯიბუტმა და სანდრო ყარალაშვილმა. 

  კურსდამთავრებულებმა მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს.ირაკლი კიკორიამ ისაუბრა “კურსდამთავრებულთა პლატფორმის” გეგმებზე. 

  ღონისძიების დასასრულს “ევროპულმა სკოლამ“ კურსდამთავრებულებს გადასცა სამახსოვრო დიპლომები სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებისათვის.

Share on: