ლათინური ენის შესწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

  “ევროპულ სკოლაში“ იხსნება ლათინური ენის კურსები, რომელიც მოსწავლეებს  საშუალებას მისცემს სურვილისამებრ შეისწავლონ ლათინური, როგორც  ელემენტარულ, ისე  მაღალ დონეზე.

  ლათინური ენა მსოფლიოს მრავალ პრესტიჟულ კოლეჯსა და უნივერსიტეტში ისწავლება.

  ლათინური, რომელსაც მარადიულ მსოფლიო ენასაც უწოდებენ, თანამედროვე სამეცნიერო ტერმინთა უმრავლესობას დაედო საფუძვლად. მისი ლექსიკა მსოფლიო და განსაკუთრებით, ევროპულ ენებს უხვად აქვს ნასესხები.

  ლათინური ენის შესწავლა განსაკუთრებით სასურველია მომავალი მედიკოსებისათვის, სამართალმცოდნეებისათვის, ბიოლოგებისათვის და  აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობების, ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა შესწავლის მსურველთათვის.

  რადგანაც ლათინური ენა არაერთ თანამედროვე ევროპულ ენას დაედო საფუძვლად,  მისი  შესწავლა  ზოგადად აადვილებს უცხო ენების ათვისებასაც, ხოლო მისი ცოდნა, საყოველთაო ტრადიციით, პიროვნების მაღალ ერუდიციაზე მიანიშნებს.    

მსურველებს გთხოვთ, ჩაეწეროთ ტრენინგ ცენტრში (ოთახი N5).

“ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

Share on: