ლექცია ძილის მნიშვნელობაზე
16 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა ბუციკო ჩხარტიშვილმა ლექცია წაუკითხა ძილის მნიშვნელობაზე.
მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ძილის პათოლოგიების, ძილ-ღვიძილის ციკლის შესახებ და ინტერაქციულ რეჟიმში მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.