ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორის დელვინ ჰერნიშის ვიზიტი
2012 წლის 17 ნოემბერს ევროპულ სკოლას ესტუმრა ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი დელვინ ჰერნიში (განათლებისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კოლეჯი, ნებრასკას ლინკოლნის უნივერსიტეტი). მან ჩაატარა ლექცია AP-ის გამოცდების, ამერიკული განათლების სისტემისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო ევროპული სკოლის ამერიკული განათლების დეპარტამენტი. პროფესორ დელვინ ჰარნიშის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ როგორი მნიშვნელობა ენიჭება AP-ის გამოცდას ამერიკულ უნივერსიტეტებში მიღების პროცესში. ლექციამ სტუდენტები დააინტერესა და დიდი შეფასება დაიმსახურა.