ლომერ ახვლედიანი "ევროპულ სკოლაში“

18 მაისს “ევროპულ სკოლაში“ მოეწყო მოსწავლეთა შეხვედრა ქართული კინოს ცოცხალ კლასიკოსთან, საქართველოს სახალხო არტისტთან და უამრავი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელთან, ოპერატორ ლომერ ახვლედიანთან. ეს შეხვედრა მოეწყო VIII MYP კლასის პროექტის, სატელევიზიო პროგრამა  “კინოს ისტორიის“  ფარგლებში.

პროექტი  გულისხმობს მოსწავლეთა მიერ სატელევიზიო პროგრამის მომზადებას კინოს შესახებ,  ინტერვიუებს ცნობილ მოღვაწეებთან (რეჟისორები, ოპერატორები, მსახიობები, მხატვრები), ასევე კინოს ისტორიის საკითხებზე საკუთარი კვლევების ინტერვიუს სახით ჩაწერას, რომელშიც მოსწავლეები კინოკრიტიკოსების როლს თავად შეასრულებენ.

ბატონ ლომერ ახვლედიანთან შესახვედრად “ევროპული სკოლის“ სამივე სექტორის მოსწავლეები შეიკრიბნენ. მან მსმენელებს  საოპერატორო ხელოვნების შესახებ უამბო, საინტერესოდ ისაუბრა კინოს, როგორც ხელოვნების სინთეზური დარგის შესახებ. აღნიშნა   იმ პროფესიების მნიშვნელობა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ  ფილმის ერთიანი  კომპოზიციის შექმნაში. საინტერესო შემოქმედმა და ადამიანმა მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება  გაუზიარა და ბევრი საინტერესო რჩევა მისცა.

Share on: