მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია
2014 წლის 20 თებერვალს ევროპული სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას
კონფერენციის თემა : საინფორმაციო ტექნოლოგიები – სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის.
მიზნობრივი ჯგუფი: თბილისისა და რუსთავის სკოლების მასწავლებლები.
კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.
ვრცელი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ