მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია

  2016 წლის 13 მაისს ევროპული სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას

  2014 წელს ევროპულმა სკოლამ ჩაატარა რესპუბლიკური სასწავლო-მეთოდური კონფერენცია, რომელიც მიეძღვანა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციებიდან ერთ-ერთის – ციფრული წიგნიერების – განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სასწავლო პროცესში განხორციელებული ეფექტური ღონისძიებების გაცნობას, არსებული წარმატებული გამოცდილების გაზიარებას. ევროპული სკოლა კვლავ აგრძელებს ამ კუთხით მუშაობას,  აცნობიერებს დროის გამოწვევას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების, გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულების და სხვადასხვა საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების თვალსაზრისით, რაშიც უზარმაზარი როლი ეკისრება სკოლას.

  კონფერენციის თემა: წარმატებული სასწავლო პრაქტიკა მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებისათვის.

 

  მიზნობრივი ჯგუფი: თბილისისა და რუსთავის სკოლების  მასწავლებლები.

 

  კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სკოლაში მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური წიგნიერების  კომპეტენციის განვითარებისათვის ხელშემწყობი აქტივობებისა და ღონისძიებების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე, მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

 

  მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოხსენება:

 

  1. რა უწყობს  ხელს მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური  კომპეტენციის განვითარებას.
  2. არის თუ არა მკაფიოდ აღწერილი როგორ ვუწყობთ ხელს ჩამოთვლილი კომპეტენციების განვითარებას.
  3. არის თუ არა მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციები აღნიშნული კომპეტენციების განვითარების შესახებ   მარტივად განსახორციელებელი როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის.

 

  პრეზენტაციის ფორმა: 

  • ზეპირი მოხსენება საპრეზენტაციო ფორმატში (Power Point), რეგლამენტი – 10 წუთი
  • სტენდური პრეზენტაცია (სტენდზე ვიზუალურად წარმოდგენილი საპრეზენტაციო თემის საკვანძო საკითხები).

 

  რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონფერენციაში?

  • გაეცნობით სიახლეებს საგანმანათლებლო სფეროში;
  • გაუზიარებთ და გაიზიარებთ კოლეგების გამოცდილებას;
  • აიმაღლებთ კვალიფაკაციას;
  • საშუალება მოგეცემათ პროფესიულ ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნოთ თქვენი მოხსენება , რაც დამატებითი  კრედიტის  მოპოვების  საშუალებაა.

  კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ განაცხადი, შეავსოთ მოცემული ფორმა  

  • მომხსენებლები შეირჩევა  შემოსული მოხსენებებისა და დანართების საფუძველზე, რომელსაც განიხილავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომისია.
  • მომხსენებლებმა  უნდა წარმოადგინონ პედაგოგის/პედაგოგთა ჯგუფის მიერ შერჩეული თემა და შესაბამისი მოხსენება, შევსებულ განაცხადდთან ერთად,  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@europeanschool.ge

  წერილის  subject ველში მითითებული უნდა იყოს: სახელი, გვარი; მოხსენების სათაური.

  • გამოგზავნილი ნაშრომი მანამდე არ უნდა იყოს წარდგენილი სხვა კონფერენციაზე.

  განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა:   4 აპრილი, 2016 .

  მოხსენებწარმოდგენილი უნდა იყოს Sylfaen  12 შრიფტით. ხაზებს შორის დაშორება 1,5. 

  • მოხსენების სათაური
  • შესავალი  
  • მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
  • შედეგი
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა

 

  კონფერენციის ორგანიზატორები და პარტნიორები:

  • ევროპული სკოლა
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

  საკონტაქტო პირი: გურანდა ჭელიძე

  ტელ:  239 59 64; 239 44 94
            599  58 27 22

Share on: