მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია

  2014–2016  წლებში ევროპულმა სკოლამ ჩაატარა მასწავლებელთა რესპუბლიკური სასწავლო-მეთოდური კონფერენციები, რომლებიც მიეძღვნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციებიდან ციფრული წიგნიერების, მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის მნიშვნელობას, მოსწავლეებში ამ კომპეტენციების განვითარებისათვის განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებებისა და მასწავლებელთა წარმატებული გამოცდილების გაცნობა–გაზიარებას.

  “ევროპული სკოლა” დროისა და თანამედროვე გამოწვევების კვადაკვალ აგრძელებს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და აქედანვე ემზადება მომავალი სასწავლო წლისათვის, შესაბამისად, 2017-2022 წლების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ახალი  კომპეტენციების სასწავლო პროცესში პრაქტიკული განხორციელებისათვის.  ამიტომაც ამჯერად არჩევანი შევაჩერეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მოსწავლის მიერ ჯანსაღი ცხოვრების არსის გაცნობიერება და მისი მნიშვნელობის გააზრება; მოსწავლეებში შემოქმედებითი მიდგომის, ინოვაციისა და რისკის, ასევე დასახული მიზნის მისაღწევად დაგეგმვისა და პროექტების მართვის უნარების განვითარება; კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრება, რაშიც სკოლას აკისრია უზარმაზარი როლი და პასუხისმგებლობა.

  კონფერენციის თემა: წარმატებული სასწავლო პრაქტიკა ტოლერანტობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ინიციატივების წახალისებისათვის.

  მიზნობრივი ჯგუფი: თბილისისა და რუსთავის სკოლების მასწავლებლები.

  კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სამეწარმეო უნარების განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობისა და ინიციატივების წახალისება, სკოლებში ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა; აღნიშნული კომპეტენციების მიღწევის ხელშემწყობი აქტივობებისა და ღონისძიებების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება, წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

  მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოხსენება:

  1. არის თუ არა მკაფიოდ აღწერილი ის, თუ რა უწყობს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ინიციატივების წახალისებას;
  2. არის თუ არა მკაფიოდ აღწერილი, როგორ ვუწყობთ ხელს ჩამოთვლილი კომპეტენციების განვითარებას;
  3. არის თუ არა მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციები პრაქტიკული, მარტივად განსახორციელებელი როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის.

 

  პრეზენტაციის ფორმა:

  • ზეპირი მოხსენება საპრეზენტაციო ფორმატში (Power Point), რეგლამენტი – 10 წუთი
  • სტენდური პრეზენტაცია (სტენდზე ვიზუალურად წარმოდგენილი საპრეზენტაციო თემის საკვანძო საკითხები).

  რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონფერენციაში?

  • გაეცნობით სიახლეებს საგანმანათლებლო სფეროში;
  • გაუზიარებთ და გაიზიარებთ კოლეგების გამოცდილებას;
  • აიმაღლებთ კვალიფაკაციას;
  • საშუალება მოგეცემათ, პროფესიულ ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნოთ თქვენი მოხსენება, რაც დამატებითი კრედიტის მოპოვების საშუალებაა.

  კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

  კონფერენციაში მონაწილეობის წინაპირობები

  • მომხსენებლები შეირჩევა შემოსული მოხსენებებისა და დანართების საფუძველზე, რომელთაც განიხილავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომისია.
  • მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პედაგოგის/პედაგოგთა ჯგუფის მიერ შერჩეული თემა და შესაბამისი მოხსენება Power-Point პრეზენტაციით შევსებულ განაცხადთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@europeanschool.ge

   წერილის subject ველში მითითებული უნდა იყოს: სახელი, გვარი, მოხსენების სათაური.

  • გამოგზავნილი ნაშრომი  არ უნდა იყოს წარდგენილი სხვა კონფერენციაზე.

  განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 აპრილი, 2017 .

  ნაშრომის გაფორმება

  • მოხსენების სათაური
  • შესავალი
  • მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
  • შედეგი
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა.

  (მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს Sylfaen 12 შრიფტით. ხაზებს შორის დაშორება 1,5.)

  კონფერენციის ორგანიზატორები და პარტნიორები:

  • “ევროპული სკოლა”
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

  საკონტაქტო პირი: გურანდა ჭელიძე, ტელ.: 239 59 64; 239 44 94, 599 58 27 22

Share on: